პოპ მუსიკა


 პოპ მუსიკა – თანამედროვე მუსიკის ერთერთი ჟანრია, მისი სახელწოდება მოდის ინგლისური სიტყვიდანPOPular და მას ხშირად უბრალოდ პოპით მოიხსენიებენ.   პოპს, ემოციებს მოწყურებული მსმენელისთვის მიმზიდველი ხასიათი აქვს  -  საცეკვაო რიტმი,  მელოდიურობა და სიმღერის განმეორებადი სტრუქტურა.  ამ სიტყვის მიღმა, იგულისხმება მხოლოდ ის მუსიკა, რომელსაც მუსიკალურ ჰიტაღლუმებში განსაკუთრებული ადგილი უკავია.
    პოპის კულტურული წარმომავლობა 1950-იანი წლებდან იწყება, როდესაც ამერიკაში გამოჩნდა ახალი მიმდინარეობა როკ-ენ-როლის სახელწოდებით. აქედან აღმოცენდა პოპ მუსიკა და  განვითარება ჰპოვა დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.
    პოპ სიმღერის ტექსტი ხშირად ემოციურია და როგორც წესი, უკავშირდება სიყვარულის, გრძნობების ან ცეკვის თემებს.  ამიტომ ის განსაკუთრებით თინეიჯერებს იპყრობს. პოპ მუსიკის გავლენა ახალგაზრდებზე ყოვლისმომცველია, იგი ცვლის მათი ცხოვრების წესს, ჩაცმულობას, ჩვეულ რიტმს, ბაძავენ შემსრულებლებს, გადმოაქვთ მათი ცხოვრების უმნიშვნელო მომენტები, ისინი პოპ მუსიკის “წესებით” ცხოვრებენ, იღებენ გადაწყვეტილებებს, პოპი მათ შთააგონებთ შექმნან ოცნებები, პოპი აზრს სძენს მათ ერთფეროვან ცხოვრებას, მუსიკა ეხმარებათ, გამოხატონ აზრები, რომლის თქმასაც ვერ ბედავენ… პოპი ჩარჩოებს სცდება და ქმნის ახალ ტენდენციებს, აჩვენებთ მათ გამოსავალს და ეხმარება ახალგაზრდებს გზის ძიებაში.

ჟანრობრივი წარმომავლობის გათვალისწინებით, პოპის განვითარებისას, მასზე გავლენას ახდენდა  როკ ენ როლი, რიტმ ენ ბლუზი, საცეკვაო მუსიკა,  ჯაზი, ჰიპ ჰოპი, აფრო-ამერიკული მუსიკა… პოპ-მუსიკის შემსრულებლები, თავიანთ სიმღერებში ევროპის შორეული აღმოსავლეთისა და ტრადიციული მუსიკის ელემენტებსაც ურევდნენ.

                                     პოპის სახეები

ბაროკო პოპი - ბაბელგამ პოპი - ქანთრი პოპი - მომავლის პოპი - პოპ როკი - პოპ პანკი - პოპ რეპი -პაუერ პოპი - სინთპოპი/ელექტროპოპი
ინდი პოპი - თინეიჯერული პოპი - ტრადიციული პოპი - პოპ მეტალი - სანშაინ პოპი

 

                                               პოპ მუსიკის სულის ჩამდგმელები

1.michael jackson

2.madonna

3.britney spears

4.elton john

5.christina aguilera

6.justin timberlake

7.kaily minogue

8.whitney houston

9.Janet jackson

10.beyonce

11.shakira

12.Enrique Iglesias

                                                    საცეკვაო პოპი

საცეკვაო პოპი, დენს-პოპი — ელექტრონული საცეკვაო მუსიკის ერთ-ერთი სტილია, რომელიც პოპ მუსიკის ქვეჟანრია. იგი დაახლოებით 1981 წელს, დისკოდან აღმოცენდა. საცეკვაო პოპი თავის თავში საცეკაო მუსიკის ელემენტებსა და პოპ სიმღერის სტრუქტურას აერთიენებს.

                                                               ქართული პოპ მუსიკა

პოპ მუსიკას საქართველოში  ბევრი მიმდევარი ჰყავს , გასული საუკუნის 90-იან წლებში წინა წლებთან შედარებით  იგი  უკვე აქტუალურია,  ხშირად იმართებოდა ქართველი პოპ მომღერლების სოლო კონცერტები და ახალი კლიპების პრეზენტაციები, ასევე ტარდებოდა დაჯილდოვების ცერემონიები .მსმენელებში და განსაკუთრებით თინეიჯერებში  ქართული პოპი  დიდ მოწონებას იმსახურებდა , იქმნებოდა  ფან კლუბები თინეიჯერების აქტიური მონაწილეობით.

რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას,  ქართული პოპი ჩაანაცვლა უცხოურმა  და ამიტომ დაკარგა მსმენელთა უმრავლესობაში პოპულარობა, აღარ  ტარდება  კონცერტები რადგან ნაკლებ შემოსავლიანია მომღერლებისთვის.

მიუხედავად ამისა,  ქართული საზოგადოება მაინც ცდილობს ამ ჟანრის და საერთოდ მუსიკის განვითარებას საქართველოში, რასაც მოწმობს NTV-ს და საქართველოს მთავრობას შორის მოლაპარაკებები.

                                         პოპ მუსიკის მეფის გარდაცვალება

გულის მოულოდნელი გაჩერების შედეგად გარდაიცვალა პოპ-მუსიკის მეფე მაიკლ ჯექსონი. იგი სასწრაფო დახმარების მანქანით ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ კლინიკაში კომის მდგომარეობაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.


50 წლის მომღერალი ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ მდიდრულ უბანში, ჰოლბი-ჰილზის კვარტალში მდებარე ფეშენებელურ სახლში ცხოვრობდა. სწორედ აქ იგრძნო მან თავი ცუდად. გავრცელებული ინფორმაციით, პოპის მეფე ბოლო ხანს ხშირად ავადმყოფობდა, თუმცა 13 ივლისს დიდ ბრიტანეთში მასშტაბური საკონცერტო ტურნეს დაწყებას აპირებდა.


ჯექსონმა მუსიკალური კარიერა 11 წლის ასაკში დაიწყო. იგი რამდენიმე გრემის მფლობელი იყო და ყველაზე კომერციულ მომღერლად ითვლებოდა,მაიკლ ჯექსონი საყოველთაოდ აღიარებულია ერთ-ერთ ყველაზე დიდ და პოპულარულ მუსიკოსად ისტორიაში

                                              

About these ads

About სალომე კორხელი

კეთილი იყოს შენი მობრძანება სალობალოს სამყაროში
This entry was posted in მელომანია. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s